“რატომ გაჰკივის ეს სამი არხი და გვიხეთქავს გულს, რომ გარეთ არ გავიდეთ, ამაზეც იფიქრეთ!”, – ამის შესახებ ჟურნალისტი ხათუნა ნოზაძე სოციალურ ქსელში წერს.
“დაბეჯითებით ვამტკიცებ, წლებია ვმუშაობდი შსს-ს პიარში, 23 წელი… წინა ხელისუფლების დროს დიახ, იმალებოდა დანაშაულის სტატისტიკა და შუქდებოდა მხოლოდ გახსნილი დანაშაული ახლა როცა ყველა ოპოზიციურ ტელევიზიას ჰყავს ლამის ყველა უბანზე და სოფელში მიმაგრებული თითო კორესპოდენტი, შუქდება აბსოლუტურად ყველაფერი, რაც ქმნის ფონს, რომ თავზე ჩამოგვემხო ქვეყანა და ეს აწყობს ნაცსექტას და მის სატელიტებსდიახ, დანაშაული ხდებოდა, ხდება და მოხდება მომავალშიც, დანაშაული ხდება ევროპის წარმატებულ ქვეყნებში და აშშ-ში ამაზეც კარგად დაფიქრდით და რატომ გაჰკივის ეს სამი არხი და გვიხეთქავს ყოველ დილით გულს, რომ გარეთ არ გავიდეთ, ამაზეც იფიქრეთ!“, – წერს ჟურნალისტი.