“ხალხი ყველაფერს ხვდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმოქმედებს თქვენი ტყუილი”

ცდილობენ, ინსულტით და ნერვიულობით მოგიღონ ბოლო, – ამის შესახებ ჟურნალისტი ნელიკო ვარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“სოფელ ვაქირის დაპანიკებული მოსახლეობა მირეკავს და მეუბნებიან, რომ ურეკავენ, თითქოს მე და დედაჩემს აღმოგვაჩნდა კოვიდი (ამჯერად მეც ჩამრთეს) და რომ უნდა შეიზღუდონ თავი გარეთ გამოსვლისგან. მიხდება მტკიცება ყველასთან, რომ მე არ მაქვს არანაირი კოვიდი და დედაჩემს კიდევ როგორც აღმოუჩინეს სწრაფი ტესტით, უკვე არაერთხელ დავწერე. ასეთი ისტერიული ყოფილა ჩვენი ვითომ ჯანდაცვა, კოვიდი თუ ვერა, ცდილობენ, ინსულტით და ნერვიულობით მოგიღონ ბოლო.
ძალიან ცდება, ვინც ამას აკეთებს ან ავალებს ამის გაკეთებას, ხალხი ყველაფერს ხვდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმოქმედებს თქვენი ტყუილი. აბა, ვნახოთ, ასე თუ არ იქნება.
მეც კარგად ვარ და დედაჩემიც. უბრალოდ ვდარდობ მასზედ, რომ ახლა უკვე კოვიდიანებთან წევს და მართლა არ შეეყაროს ეს ვირუსი. ლუგარში ტესტს ჯერ არ უკეთებენ. რატომ? ამას ვერ ვარკვევ. მოგეკითხებათ მალე ყველაფერი, ძალიან მალე!“, – წერს ნელიკო ვარდიაშვილი.