“შურით ვუყურებ იმ ადამიანებს, ვისაც ეს გამოსდის”

მსახიობი ლელა მებურიშვილი ხატია ქირიას გადაცემას, „მადისაღმძვრელ პოდკასტს“ სტუმრობდა, სადაც საკუთარი ყოველდღიურობის, ოჯახური რუტინისა და პირადი ჩვევების შესახებ გულახდილად ისაუბრა.

– სამწუხაროდ, სახლში კერძების მომზადება არ მიყვარს, რის გამოც მრცხვენია. შურით ვუყურებ იმ ადამიანებს, ვისაც ეს გამოსდის და უყვარს. ჩემს მეუღლეს კულინარია ძალიან უყვარს და სამსახურიდან რომ მოდის, ველოდები, რომ რაღაც გემრიელს გაამზადებს. მეც ვაკეთებ, ოღონდ მხოლოდ საჭიროების გამო და არა სიამოვნებისთვის. მინდა და ვცდილობ, სტუმრები რომ მოვლენ, გემრიელად გავუმასპინძლდე, მაგრამ მაინც არ მსიამოვნებს ეს პროცესი. ჩემი მეუღლე ძალიან გემრიელ სალათებს ამზადებს; ყოველთვის ვთხოვ, რომ გააკეთოს, მე კი დაჭრასა და გარეცხვაში ვეხმარები.