“ მთავარი მიზანი რაც გვქონდა პირველ ეტაპზე გადაგვერჩინა დედა მოხერხდა”

ეკა ბესელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

მადლობა ყველას უამრავ წერილს და თბილ მოკითხვას ვიღებ და მომიტევეთ თუ ვერ ვპასუხობ ყველა შეტყობინებას

მეორე თვე დავიწყეთ და შემდეგ ეტაპზე გადავედით :

მთავარი მიზანი რაც გვქონდა პირველ ეტაპზე გადაგვერჩინა დედა – მადლობა უფალს და ექიმებს ეს ერთობლივი ბრძოლით მოხერხდა 🙏🏻

ახლა ამ ეტაპზე გზადაგზა წარმოქმნილ გამოწვევებს ვებრძვით ( ანთება, სუნქვის გართულება და სხვა …)

ჯერ მხოლოდ ცოტა ხნით თვალს ახელს … 💚

ნევროლოგიური პროცესის წარმართვისთვის დავიწყეთ რეაბილიტაციის მსუბუქი ფორმები , რასაც დრო , მოთმინება, გამძლეობა და სწორად წარმართვა ჭირდება….

არ და ვერ ვწერ ყოველ დღე , მაგრამ ჩემი ცხოვრების რიტმი რეანიმაციის პალატის რიტმს ემთხვევა ….

რასაკვირველია დარჩენილი ძალებით ვცდილობ პროფესიული საქმეებსაც მივხედო და ჩვენი იურისტების და ადვოკატების ჯგუფს დავეხმარო საქმეების მართვაში ….

დიდი ხნის წინ მასწავლა ამ არაჩვეულებრივმა ქალმა , რომ ყველაფერი შეუძლია ადამიანს რწმენით და შინაგანი სულიერი ძალების მობილიზებით 💚🙏🏻“

Screenshot