მარი ჩიტაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“17 წლის ბიჭი მოკლეს, მხოლოდ იმიტომ, რომ სადღეგრძელოს წარმოთქმისას ფეხზე არ წამოდგა! სისხლისმსმელი კაცუნების ბრბო იზრდება ქვეყანაში, უმძიმესი ფაქტია!
უფრო ადრე სიცილი არ აპატიეს ახალგაზრდას, არაფრის გამო ვკარგავთ თაობას!
როდესაც ტრაგედიები ხდება, ხშირ შემთხვევაში ემიგრაციაში წასული ბავშვების მშობლების შვილები ფიგურირებენ – ხან მკვლელების, ხანაც – მსხვერპლის სახით!
ეს კიდევ ცალკე ტრაგედიაა. ეს არის ემიგრაციის სოციალური ფასი, რაც ბუმერანგივით უბრუნდება საზოგადოებას!
როდესაც დედა იძულებულია წავიდეს ემიგრაციაში, ბავშვი ხშირად რჩება ემოციური საყრდენის გარეშე. მას დედას ბებია-ბაბუა, მამა და ვერც ვერავინ შეუცვლის, რაც არ უნდა გააკეთონ, ვერ გამოუვათ! ასე ხდება უმეტესწილად!
ოჯახურ ტრამვასა და მიტოვებულობის განცდას მოზარდებში ხშირად გადაჰყავს ემოციები აგრესიაში.
არც ერთი მიზეზი არ ამართლებს მცირეწლოვანი შვილის დედის ემიგრაციაში წასვლას, ვინც არ უნდა შემედავოს, ეს ჩემი ურყევი აზრია. არ არსებობს, მოზარდიც რაღაც ფორმით არ ავლენდეს ქცევის დარღვევას, ამიტომ მათ აღზრდაში გარკვეული როლი უნდა დაეკისროს სკოლებსა თუ სოციალურ მუშაკებს, რადგან მათი ჩართულობა შეიძლება იყოს ის პრევენციული მექანიზმი, რაც სისტემას აკლია.
როდესაც მოზარდი სადისტურ დანაშაულს ჩადის, ეს მიუთითებს ოჯახში მეთვალყურეობისა და აღზრდის სისტემურ ჩაშლაზე, რომლის შედეგებიც მთელ საზოგადოებაზე აისახება.
ნიჭიერ თაობას ვკარგავთ!”