“ბევრი რამ გამოვიარე ცხოვრებაში, ამიტომაც ცოტახნით სიმშვიდე ვარჩიე”

ბათუმელი ლამაზმანი მარიამ შუკაკიძე პოსტს აქვეყნებს.

”ძალიან დიდი მადლობა, დაბადების დღის მოლოცვისთვის, კეთილი სურვილებისთვის. ასმაგად დაგიბრუნოთ უფალმა, სიკეთით. 🫶🏻
მიუხედავად იმისა, რომ წელს გრანდიოზული დაბადების დღე არ გადამიხდია, მაინც ძალიან ბევრს გავახსენდი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. უსაზღვრო სითბო და ყურადღება.
შეიძლება მე ცოტა დავიკარგე, სოციალური ქსელებიდან, მაგრამ ის სიკეთე არ იკარგება, რასაც მე ჩემი ახლობლების და სრულიად უცხო ადამიანებისთვის ვაკეთებ. 🤍
უხერხულად ვგრძნობ თავს, როცა არაფერს გიყვებით.
ყველაზე ხშირად მეკითხებიან “სად ხარ”? “რატომ აღარ ჩანხარ”?
მინდა სწორად გამიგოთ. ბევრი რამ გამოვიარე ცხოვრებაში, ამიტომაც ცოტახნით სიმშვიდე ვარჩიე. ზუსტად ამ ეტაპზე ვარ ეხლა.
აუცილებლად გაგიზიარებთ საინტერესო დეტალებს.
ბევრს აინტერესებს სად ვცხოვრობ.
გაგიმხელთ იმას, რომ ვცხოვრობ ზუსტად ისეთ, უზარმაზარ სახლში, სადაც ნამდვილი პრინცესა უნდა ცხოვრობდეს.
ჯერ-ჯერობით არ ვისაუბრებ, ჩემს პირად ცხოვრებაზე. 💍
მაგრამ შევეცდები მოგვიანებით, ყველა იმ კითხვას პასუხი გავცე, რაც ჩემს ირგვლივ ისმის.
მადლიერი ვარ ყველაფრისთვის რაც გამაჩნია.
ბევრს უთქვამს, რომ ნამდვილად იმსახურებ ბედნიერებასო. ასეა. ბედნიერი ვარ ! 🤍
არავიზე ნაწყენი არ ვარ. ალბათ ზედმეტად კეთილი გული მაქვს. არასდროს მიპასუხია ბოროტებაზე ბოროტებით.
უფალი სამართლიანია 🤍
არ ვიცი რამდენი რამ ჩავატიო, ამ პატარა ტექსტში, რომლის წაკითხვაც მოსაბეზრებელი არ მინდა გახდეს.
რაც ჩემთვის გემეტებათ, არც თქვენთვის დაიგვიანებს ✨
ყველას ვუსურვებდი, გულით ბედნიერებას, სიმშვიდეს და წარმატებას. ♥️ მიყვარხართ!”

Screenshot