მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე გადაცემაში „ნოესთან“ პასუხობს კითხვას, ესიზმრება თუ არა შვილი…
„მელანდება… რომ დაგესიზმროს, უნდა დაიძინო… ჩვენ არ გვძინავს. ვითიშებით და მერე აზრზე მოვდივართ. აზრზე მოსვლა საშინელებაა, მაგრამ … ახლა შეიძლება ვინმეს ვეგონო ფსიქიკურად ისეთიც, მაგრამ ერთხელ, მომენტში, გიგას სილუეტი… კართან მეგონა, რომ ვიღაც დადგა, მოვტრიალდი და არავინ იდგა.
მე გიგას, მის საფლავზე, სადაც ვწევარ, ვგრძნობ. სხვანაირ სითბოს ვგრძნობ… მრცხვენია, რომ ცოცხალი ვარ. მრცხვენია, რომ მასზე თუნდაც ერთი დღით მეტს ვცოცხლობ… მრცხვენია, რომ ვსუნთქავ და იმისთვის, რომ ვიცოცხლო, ლუკმას ვყლაპავ. მაგრამ არ შეიძლება ახლა ჩემი სიკვდილი… ახლა ჩემი სიკვდილი არის გიგასთვის ღალატი, სერიოზული ღალატი…“, – ამბობს ეკა კუპატაძე.