პოპულარული სერიალის, „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობმა მაკა ძაგანიამ ლელა მებურიშვილის გადაცემაში სტუმრობისას პირად ცხოვრებასა და ორსულობის უმძიმეს პერიოდზე პირველად ისაუბრა. როგორც მსახიობმა აღნიშნა, ამ თემაზე მას არცერთ ინტერვიუში არ ულაპარაკია.
ორსულობის საწყის ეტაპზე მსახიობი სერიოზული საფრთხის წინაშე დადგა, რის გამოც იძულებული გახდა, სიახლე სამ თვემდე დაემალა.
“ამ თემაზე არცერთ ინტერვიუში არ მილაპარაკია. ტოქსიკოზი არ მქონია, მაგრამ ის პრობლემა იდგა, რომ არ ვიცოდი, შენარჩუნდებოდა თუ არა ნაყოფი – სწორედ ამიტომ არ ვამბობდი სამ თვემდე. ექიმთან რომ მივედი, მითხრა: „რა გითხრა, ახლა ყველაფერი უნდა აგიკრძალო და დაგაწვინო, რომ არ გაინძრეო“.
იმ პერიოდში სერიალის გადაღებებიც მქონდა და სპექტაკლი სპექტაკლზე მომდევდა. სახე წამეშალა, ეს რომ მითხრა: ყველაფერს უნდა შეეშვა და უნდა დაწვეო. მერე მომიტრიალდა და მითხრა: „თუ გასაჩენია, გაჩნდებაო“ და მირჩია, ჩვეულ რეჟიმში გამეგრძელებინა ცხოვრება.
იქიდან გამოვედი და ვფიქრობდი, სწორ გადაწყვეტილებას ვიღებდი თუ არა. არავის ვეუბნებოდი, არ ვიმჩნევდი, რომ ორსულად ვიყავი და ვაგრძელებდი ცხოვრებას – რაც იქნება, იქნება-მეთქი. სამი თვის რომ გავხდი, მითხრა, რომ ყველაფერი გადალახული იყო, არანაირი საშიშროება აღარ მემუქრებოდა და შემეძლო, მშვიდად გამეგრძელებინა ცხოვრება.
საავადმყოფოში მუცლის მოშლის სიმპტომებით მივედი” – ამბობს მაკა.