“მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გაგიკეთებია და დღემდე აკეთებ”

ჯანეტ ქერდიყოშვილი მამას დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს და პოსტს აქვეყნებს.

ძალიან რთულია სიტყვებით გადმოვცე, რამდენად ძვირფასი ხარ ჩემთვის და რამდენს ნიშნავ თითოეული ჩვენგანისთვის 🤍

მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გაგიკეთებია და დღემდე აკეთებ. შენი გვერდით ყოფნა ჩვენთვის სიმშვიდე, ძალა და დიდი ბედნიერებაა.

ღმერთს მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვ 🙏🏻 ძალიან, ძალიან დიდხანს გვყავდე ჯანმრთელი, ბედნიერი და ისეთი, როგორიც ყოველთვის ხარ. გვინდა, კიდევ უამრავი წელი ვიყოთ შენ გვერდით, ერთად ვიცინოთ, ვიზეიმოთ და შევქმნათ ყველაზე ლამაზი მოგონებები.

ყველას ძალიან გვიყვარხარ და გაფასებთ, მაგრამ განსაკუთრებით შენს სამ პატარა გოგონას , შენს სამ შვილიშვილს, რომლებისთვისაც მსოფლიოში საუკეთესო ბაბუა ხარ. ❤️“

Screenshot