ქეთი ჩხიკვაძე და ავთანდილი მონიკა ბელუჩისთან ერთად პარიზში – ქართველი დიზაინერების გამორჩეული შეხვედრა

ქართველი დიზაინერი ქეთი ჩხიკვაძე სოციალურ ქსელში ექსკლუზიურ კადრებს აქვეყნებს. ვიდეოში ის ქართული მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სახესთან, ავთანდილ ცქვიტინიძესთან და მსოფლიო კინოსა და მოდის ხატთან, იტალიელ მსახიობ მონიკა ბელუჩისთან ერთად არის გადაღებული.

დიზაინერები ამჟამად საფრანგეთის დედაქალაქში იმყოფებიან, სადაც პარიზის მოდის კვირეული მიმდინარეობს.