ქუთაისში გარდაცვლილი მუსიკოსის პუშკინას დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”ქუჩის ძაღლებს ხომ პატრონობდა კოვიდის დროს, ჰოდა ზუსტად ქუჩის ძაღლებმა მოაკითხეს ცისკარზე, როგორც კი დასრულდა გიოს სასახლეში გადასვენება.
უფრო სიცხადისთვის, აგიღწერთ როგორც მოხდა. მე და სოფო ვუყურებდით ახლად-ჩაცმულ ჩემს შვილს და ვბჭობდით დაკრძალვაზე სახე დავუფაროთ თუ გამოვუჩინოთ. გიოს უამრავი მეგობარიც ჩვენთან ერთად იყვნენ, იქვე. გოგონები, ბიჭები.
უცებ სოფომ( ჩემმა რძალმა) იკივლა, შევტრიალდი და ჩემს ზურგს უკან ქუჩის ძაღლები იდგნენ, დიდები, მგონი სამზე მეტიც… ვინც არ იცის ჩვენი სახლი, აგიხსნით. მაღალი ორსართულიანი შენობია. მეორე სართულზე ვართ, ლივინრუმში. კიბეები ძაღლებმა ამოიარეს ჩუმად, მწყობრით მოუხვიეს დერეფანში და შემოლაგდნენ სასტუმრო ოთახში გიოსთან.
ამ ფოტოს სიმბოლურად ვურთავ, დაახლოებით ეგეთი დიდები იყვნენ.”