კაბუ და მისი ყოფილი ცოლი 28 წლის წინ მოპარულ შვილს ეძებენ

„წლების განმავლობაში გაურკვევლობაში ვიყავი, არ ვიცოდი, ლოცვის დროს ჩემი შვილი გარდაცვლილებში უნდა მომეხსენებინა თუ ცოცხლებში, ახლა კი ზუსტად ვიცი, რომ ცოცხალია“, _ უთხრა „სარკეს“ ანუკა გიორგელაშვილმა. ის და მისი ყოფილი ქმარი, მსახიობი და რეპერი, კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, თავიანთ უფროს შვილს ეძებენ. ანუკა „სარკის“ ახალ ნომერში ყვება, როგორ „ააორთქლეს“ მისი შვილი სამშობიაროდან.

-ჯანმრთელი შვილი გავაჩინე, 6 საათი ჩემ გვერდით იყო, მერე წაიყვანეს და ააორთქლეს!.. კახა რომ არ ყოფილიყო, მაშინ იმ ტკივილს ვერ გადავიტანდი, კახა არანორმალური ერთგულებით დამიდგა გვერდით… – ყვება ანუკა გიორგელაშვილი „სარკის“ ახალ ნომერში.