“მუდმივად სწორ კვებაზე ვარ და კვირაში 3-ჯერ ვვარჯიშობ” – რუსკა ქარქაშაძე გამომწერების შეკითხვებს პასუხობს

მსახიობი რუსკა ქარქაშაძე სოციალურ ქსელში გამომწერებს ხშირად უსაუბრება და თავისი ცხოვრების სიახლეებსა თუ გამოცდილებას უზიარებს. ამჯერად მან სწორედ მათ კითხვებს უპასუხა.

– როგორია ორ შვილთან ერთად კვლავ შენს პროფესიაში დაბრუნება?

– საკმაოდ რთული და დამღლელი, მაგრამ ყველაფერი კარგი ხომ ძალიან რთულია.

– რუსკა, როგორ დაუბრუნდი სასურველ წონას?

– ჯერ დაბრუნების პროცესში ვარ. მუდმივად სწორ კვებაზე ვარ და კვირაში 3-ჯერ ვვარჯიშობ.

– ზუკას შემდეგ რამდენი ხანი დაგჭირდა ფორმაში დასაბრუნებლად?

– ლაქტაციის დასრულებიდან შევუდექი და სადღაც 2-3 თვე.