ნუცა ცისკარიშვილის ცხოვრება ზღაპარს ჰგავს, ისეთ ზღაპარს, რომელზეც ხშირად გოგონები ბავშვობაში ოცნებობენ. მეორე კურსზე იყო, როდესაც გადაწყვიტა, რომ თავისუფლება თავზე წაკრული მანდილით გამოეხატა. თავიდან ყველას დროებითი გატაცება ეგონა, ოჯახი კი ხალხის არცთუ ისე სასიამოვნო კომენტარებზე ნერვიულობდა. მას შემდეგ წლები გავიდა და გოგონა მანდილით ცნობილი მწერლის, ოტია იოსელიანის შვილიშვილის, უმცროსი ოტიას მეუღლეა.
ნუცასა და მის მეუღლეს, უმცროს ოტიას ერთი შვილი, დაჩი იოსელიანი ჰყავთ. პატარა დაჩი დედის სოციალურ ქსელში ხშირად ჩანს – ნუცას გულშემატკივრებისგან კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იღებს.
ნუცა ცისკარიშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ შვილისა და მისი მოლოდინის შესახებ ისაუბრა.
– ოჯახში ახალი წევრი ხომ არ შემოგემატათ? დარის და ან ძმა ხომ არ გაუჩნდა?
– თქვენს პირს შაქარი, ნეტავ, მალე მყავდეს! დაჩი 2023 წელს დაიბადა. მე და ჩემს მეუღლეს, ოტიას, მძიმე ჯვარი გვაქვს სატარებელი. ჩვენს ოჯახში ასე მარტივად არ ჩნდება ბავშვი. პირველი შვილიც გვიან შეგვეძინა – 4 წელი არ გვყავდა შვილი. დაჩის დაბადების შემდეგაც მოლოდინის რეჟიმში ვარ. მზად ვარ, 5-6 შვილი გავაჩინო, მაგრამ უფალი რასაც ინებებს, ისე იქნება.