“ბოლო 20 წელია, ეს ნაკაცართა კასტა ყვებიან სიცრუეს”

პოლიტიკოსი ოთარ ჩრდილელი საზოგადოების გარკვეულ ჯგუფს, ჟურნალისტებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებაში დებს ბრალს.

კაცი-ხარ ან არ ხარ. მესამე არ ეგების თუმცა სულ-ცხონებულმა ჯავახიშვილმა შემოიტანა უმძიმესი სიტყვა ნაკაცარი. გავიზარდე გარემოში, სადაც:

თქმული სიტყვა-ბეჭედი იყო.

ხელის ჩამორთმევა-დასტური.

ორ კაცს შორის პრივატული საუბრის გარეთ გატანა-ჭორაობა.

დანის ხმარება-არაკაცობაა.

ასეთი წვრილ-მსხვილი დოგმებით გატენილია თავი, შესაძლოა კარგია ან ცუდია, მაგრამ ასეთი ვარ. ვერაფერს შეცვლი ამ მოცემულობაში.

გასათვალისწინებელია, როდესაც კაცი ასაკში შედის და ღმერთთან შესახვედრად ემზადება..

ცდილობს შეცდომა არ დაუშვას, რადგან ახალგაზრდისგან განსხვავებით: გამოსასწორებელი დრო არ აქვს და ნაკაცარის სახელით რჩება ისტორიას.

ბოლო 20 წელია ეს ნაკაცართა კასტა, მიდის ჟურნალისტებთან, ყვებიან სიცრუეს თუ ვითომ სიმართლეში აზელილ ტყუილს, ეს ბევრად საშინელებაა ვიდრე მთლიანად სიცრუე.

და ერთიც:

იმ პროფესიის მოქალაქეების გარდა, ვისაც სამსახურებრივ ევალება ფარული ჩაწერა (ჟურნალისტი, პოლიციელი და ა.შ.) და იმაგრებს „ჟუჩოკს“ არის კლასიკური გაგებით (ბოდიში და) ბ**ი.

P.S.
მოღალატე არავის უყვარს, ის გაჭრილი კარტია და ერთხელ დახურდავებული ნაკაცარი, სხვასაც მიეყიდება.

P.P.S
რუსები ამბობენ: Само приплывает только дерьмо. За жемчугом надо нырять!“, – წერს ოთარ ჩრდილელი.