ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”ხალხო, როგორც ბევრი ქართველი, მეც ისე გახარებული ვარ 20 წლის საბა ლაზიშვილის ღირსეული საქციელით და წარმატებით, მართლა არანაირი საჩუქარი არ მენანება მისთვის, მაგრამ ნუ დაუკარგავთ ღირსებას და ზოგიერთები ნუ მიუთითებთ შეძლებულ ადამიანებს, რომ ბინების და ავტომობილების ჩუქებით გამოხატონ სიხარული. ცოტა უხერხული მგონია ასეთი მოწოდებები.. საბა ლაზიშვილმა მთავარი და უუუზარმაზარი საჩუქარი მიიღო, ესაა ხალხის აღიარება და სიყვარული, ამასთან ვერანაირი მატერიალური საჩუქარი ვერ მივა და მეორე, დააცადეთ ადამიანებს, თვითონ გადაწყვეტენ ვის რა და რამდენი აჩუქონ. ნუ გააუფასურებთ მთავარ ღირებულებებს…”