ეკა ჩხეიძე თათული დოლიძესა და ჟანრი ლოლაშვილს დაუნათესავდა. თურმე, უკვე ერთი წელია, რაც ეს ორი ცნობილი ოჯახი მძახლები არიან, მაგრამ ეს ამბავი არ გახმაურებულა. ასე იმიტომ მოხდა, რომ ეკას ქალიშვილმა, ინანო მუშკუდიანმა და გიორგი ლოლაშვილმა “ჩუმად”, უხმაუროდ, უშლეიფოდ და ტაბლოიდების გარეშე იქორწინეს.
“ოთხშაბათი იყო, ჩემმა მეგობრებმა თქვეს, რომ რამე გაგვეკეთებინა. ამ დროს გიორგიმ თქვა, სივრცეს ვიქირავებ, შენ თეთრი კაბა ჩაიცვიო და ასე გადავიხადეთ ქორწილი. ხელი მეგობრების წრეში მოვაწერეთ” – მოჰყვა ინანომ “მეხუთე ელემენტში”.
ერთმანეთი ოთხი წლის წინ ესპანეთში გაიცნეს. ინანო მილანში ცხოვრობს და მუშაობს. დიზაინის კუთხით განათლება რომში აქვს მიღებული. გიორგი გალერისტია. თბილისში ცხოვრობს. და ასე, მოულოდნელად, საერთო სამეგობრო წრეში, მადრიდში მოხდა მათი შეხვედრა. როგორც ინანო ჰყვება, სამ თვეში ერთხელ, ერთი თვით ნახულობდნენ ერთმანეთს. ამასობაში ოთხი წელიც გავიდა და შარშან ზაფხულში, ეს ურთიერთობა სპონტანური ქორწინებით დასრულდა.
“საბოლოოდ, მე და გიორგი მილანში გადავალთ, რომ მშვიდად ვიყოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, აქაც ვივლით. ამ მხრივ მეც უფრო თავისუფალი ვარ და გიორგიც. ახლა ისე აღარ იქნება, რომ წლები გავიდეს და ვერ ჩამოვიდეს” – ამბობს ინანო.