UFC-ის ჩემპიონის ილია თოფურიასა და „სუხიშვილების“ მოცეკვავისა და მოდელის ლინა სიჭინავას ურთიერთობის შესახებ, ბოლო პერიოდში აქტიურად საუბრობენ. თუმცა, ჯერჯერობით არც ერთ მათგანს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
წყვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს აქსანა თოფურია წერს და ამბობს, რომ ლინა და ილია ერთად არიან.
„დიახ, ილია თოფურია და ლინა სიჭინავა ერთად არიან.
(არ იფიქროთ, ან ლინამ ან ილიამ დამიდასტურა).
ილიას ხომ ყველა იცნობთ?
ჩემი გვარის, ჯიშის და სრულიად ერის საამაყო ქართველია.
ლინა ზუგდიდელი, საოცარი ოჯახის წარმომადგენელი, სუხიშვილების ანსამბლის ახალი თაობის მოცეკვავე/მსახიობი და მოდელია. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და უნივერსიტეტში გრანტით ჩაირიცხა. 12 წლიდან მისი შემოსავალი აქვს და იცის შრომის ფასი.
ადამიანის წარსულის გამოცდილება, მისი აწმყოს აუგად მოსახსენებელი მოტივი არ არის.
სიყვარულში ასაკობრივ სხვაობაზე ხაზის გასმა, როცა ზრდასრულ ადამიანებზე ვსაუბრობთ, უზრდელობა და სხვის საქმეში ცხვირის დაუკითხავად ჩაყოფაა.
სხვისი ბედნიერების მიმღებლობა, საკუთარი ცხოვრების უკეთ წარმართვის გარანტის დასაწყისია.
დაიმახსოვრეთ, რეიტინგისთვის ყველაფერზე ნუ წახვალთ.
ნუ გაიმეტებთ ადამიანებს ისეთი მდგომარეობისთვის, სადაც თავად არ გსურთ ყოფნა.
ნუ იგონებთ.
ნუ სწამებთ ცილს.
ნუ იტყუებით.
ნუ სტკენთ.
ისწავლეთ გაზიარება სიხარულის. დანარჩენს მერე მოგიყვებით.
პ.ს. ყველა უაზრო კომენტარის ავტორი დაიბლოკება“, – წერს აქსანა თოფურია სოციალურ ქსელში.