„თუ სიმპათიურია და წარმატებული, საერთოდ აზრი არა აქვს მის წინააღმდეგ რაიმეს“

ალექსანდრა პაიჭაძე გამომწერებს მორიგ გულახდილ და საინტერესო ვიდეოს უზიარებს. მაკიაჟის კეთების პროცესში, მეგობრული „ჭორაობის“ ფორმატში, ის არა მხოლოდ საკუთარ ბიუთი-ხრიკებზე, არამედ პირად ცხოვრებაზე, ქართულ მენტალიტეტსა და ურთიერთობებზე საუბრობს.

“ყველას უნდა ჰყავდეს თავის მასშტაბის ადამიანი… მაგრამ მე ხომ ყველაფერს გავაკეთებ?! ყველა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელი ახლა არის ზედმეტი ჩემს ცხოვრებაში! საერთოდ, ის კულტი, რომ კაცებს უვლიან საქართველოში, არის არასწორი. განსაკუთრებით თუ სიმპათიურია და წარმატებული, საერთოდ აზრი არა აქვს მის წინააღმდეგ რაიმეს”, – ამბობს ალექსანდრა.