ცნობილი ბიზნესმენი, „მათე მოტორსის“ დამფუძნებელი გელა ბარკალაია, სოციალურ ქსელში, ვიდეოს აქვეყნებს. მან რძალს, სიურპრიზად, ავტომობილი აჩუქა.
მოდელ სალომე სალაყაიას ბიზნესმენმა მამამთილმა ძვირად ღირებული საჩუქარი, ჯერ კიდევ ნიშნობაზე აჩუქა. როგორც ცნობილია, შვილის ნიშნობა ბიზნესმენს დედის საფლავზე ჰქონდა. რძალს ბეჭდებთან და ოჯახურ რელიქვიასთან ერთად, ძვირადღირებული “პორშეც” გადასცა.
ამჯერად, სალომეს, რომელსაც დაუჩივლია, რომ მისი “პორშე” ბევრ ბენზინს წვავდა, ჰიბრიდი, ელექტრო მანქანა აჩუქა და აღნიშნა, რომ სალომე ამას იმსახურებს. შემდეგ კი იქვე, ფეისბუქის პირდაპირ ეთერში, აღნიშნა, რომ “პორშეს” ჩუქნიდა სალომეს დედას, იმისთვის, რომ ასეთი კარგი შვილი აღზარდა.
“ეს საჩუქარი ჩემს რძალს, ჩემს სალომეს, ეს მისთვის უკვე მერვე ავტომობილია. სალომემ ეს დაიმსახურა” – ამბობს ბიზნესმენი.