“მე და ჩემი ოჯახი კვლავ 41 – ს შემოვხაზავთ”

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“არ მიყვარს ორმაგი თამაში, მინდა ღიად დავაფიქსირო ჩემი მოსაზრება მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მრავალი გამოწვევისა თუ გამოცდილების გათვალისწინებით, მე და ჩემი ოჯახი კვლავ 41 – ს შემოვხაზავთ✊🏻

დიახ, არის ხარვეზები, პრობლემები, მაგრამ არ არის სისასტიკე, გამოძალვა თუ ძალადობა საკუთარ მოქალაქეებზე, რაც არც თუ ისე შორეულ წარსულს გვახსენებს.

ვხედავ ჩემი კოლეგების მიერ აჭრელებულ სოციალურ სივრცეს, რომლებიც წერენ გამამართლებელი განაჩენების სიმრავლეზე. ფაქტია, რომ ჩვენი პროფესია წარსულთან შედარებით მკვეთრად რეალიზდა და პროგრესირდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მე არაერთხელ გამიკიცხავს საჯაროდ ხელისუფლება, მაგრამ ამისათვის არავის დავუსჯივარ და არ განხორციელებულა ზეწოლა და მუქარა ჩემი ან ჩემი ოჯახის წევრების მისამართით. მე ვსარგებლობ თავისუფალი სიტყვის უფლებით, არ ვერიდები კრიტიკული აზრის საჯაროდ გამოთქმას, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებისა თუ ცალკეული თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი არასწორი ქმედებების შესახებ. საპასუხოდ კი ნაცვლად ზეწოლისა ადექვატურ რეაგირებას ვიღებ.
დიახ, მეც მეტს ველოდი, მაგრამ კიდევ უფრო მეტს ველოდი საკუთარი თავისგან.

რა მოხდა მაშინ, როდესაც ნაციონალურ მოძრაობაზე კრიტიკული აზრი გამოვთქვი? დაიწყო ჩემი მიზანმიმართული ბულინგი, სხვადასხვა გზით ზეწოლა, დამცირება და ამას კვლავ ახერხებენ ძალაუფლების გარეშეც კი. მებადება სრულიად ბუნებრივი კითხვა – რისი ჩამდენია ეს ბოროტება და ავაზაკობა ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში? რა თქმა უნდა, ბევრად უარესის, ვიდრე მათივე სისხლიანი რეჟიმის დროს ხდებოდა.

მთავარია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა🙏დესტაბილიზაციის მოსურნენი უნდა დაისაჯონ მკაცრად, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს განვითარება. დღეს ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. მოცემულობას თავად მივყავართ პასუხამდე.
დაფიქრდით, ვიდრე ნაბიჯს გადადგამთ!

#ყველანიმივდივართარჩევნებზე✊🏻”