სკარლეტ იოჰანსონი მესამედ გათხოვდა

ჰოლივუდის ვარკვლავი სკარლეტ იოჰანსონი მესამედ გათხოვდა.

35 წლის მსახიობის რჩეული 38 წლის კომიკოსი კოლინ იოსტი გახდა. საქორწინო ცერემონიას წყვილის უახლოესი ნათესავები და მეგობრები ესწრებოდნენ. ცერემონიამ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციოდ დაწესებული რეგულაციების დაცვით ჩაიარა.

იოჰანსონი და იოსტი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებოდნენ. 2019 წელს ისინი დაინიშნენ. მანამდე იოჰანსონი ორჯერ იყო გათხოვილი. 2008-2011 წლებში ის რაიან რეინოლდსთან იყო ქორწინებაში, 2014-2017 წლებში კი – ფრანგ ჟურნალისტ, რომენ დაურიაკთან. ბოლო ქორწინებიდან სკარლეტს 6 წლის გოგონა როზა დოროთი ჰყავს.