“როდესაც “ნაცებში” ავიზილეთ”, ჩვენი მხარდაჭერის სურვილი 100 ათას ამომრჩეველს გაუქრა”

“ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” ახალ­გაზ­რდუ­ლი ფრთის ხელ­მძღვა­ნე­ლი და ფო­თის, ხო­ბი­სა და სე­ნა­კის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის, გიგა ბო­კე­რი­ას მე­უღ­ლე თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მო­რიგ სტა­ტუსს წერს:

“გუ­შინ სა­არ­ჩევ­ნო არით­მე­ტი­კა დავ­დე – 2018 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, “ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ” 100 ათა­სი ხმა და­კარ­გა. და­მე­სი­ენ მი­შის­ტე­ბი – მი­შა­ზე ცუდს რომ ამ­ბობთ, მა­გი­ტო­მო. ძვირ­ფა­სო უგო­ნო­ე­ბო: 2017 წელს ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას გა­მო­ე­ყო, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ჯარ­თი უწო­და და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ინ­ტენ­სი­უ­რი პრო­პა­გან­დის ფონ­ზე, რომ მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი ვართ – 155 ათა­სი ხმა აიღო. 2018 წელს – ნა­ცი­ო­ნა­ლებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის პი­რო­ბებ­ში ავი­ღეთ 175 ათა­სი ხმა. რა მოხ­და 2018 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის 1 ტუ­რის მერე, რა­საც შე­ეძ­ლო 175 ათა­სი ხმა ასი ათა­სით შე­ემ­ცი­რე­ბი­ნა?

2018 წლის პირ­ველ ტურ­ში “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წარ­მა­ტე­ბის შემ­დეგ “ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს” ლი­დე­რე­ბის ნა­წილ­მა გა­და­წყვი­ტა, რომ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ი­მარ­ჯვა და “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ორ­ბი­ტა­ზე გა­და­ბარ­გდა, “მზის­ქვე­შეთ­ში” ად­გი­ლის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. ამ არ­ცთუ ბრძნუ­ლი მა­ნევ­რი­დან ორი წლის თავ­ზე ამომ­რჩე­ველ­მა გა­ნა­ჩე­ნიც დადო – და­კარ­გუ­ლი 100 ათა­სი ხმა.

 

კი, მარ­თა­ლია, რომ ევ­რო­პულ­მა სა­ქარ­თვე­ლომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 2 თვით ადრე რჩე­ვა სე­რი­ო­ზულ ხალ­ხს ჰკი­თხა, ისეთ ხალ­ხს, ვის­თვი­საც პო­ლი­ტი­კუ­რი კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა პრო­ფე­სი­აა და აუხ­სნა იმ ხალ­მა პარ­ტი­ას, რომ 2018 წლი­დან არას­წო­რად მი­დის და სა­ა­კაშ­ვილ­თან მკა­ფიო გა­მი­ჯვნაა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ ამომ­რჩე­ველ­მა და­მო­უ­კი­დე­ბელ მო­თა­მა­შედ აღ­გიქ­ვას და შენს მხარ­დამ­ჭე­რად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს.არ­ჩევ­ნე­ბამ­დე 1 თვით ადრე მკა­ფიო გა­მი­ჯვნაც და­ი­წყეს. მაგ­რამ 1 თვე საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა 2018 წელს დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად. ეგაა და ეგ.

მოკ­ლედ, პი­რი­ქი­თაა ეგ ამ­ბა­ვი: რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვილს გა­მო­ვე­ყა­ვით და თან­მიმ­დევ­რუ­ლად შორს ვი­ჭერ­დით მის­გან თავს გვქონ­და 175 000 ხმა. რო­დე­საც “ნა­ცებ­ში ავი­ზი­ლეთ”, ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რის სურ­ვი­ლი 100 ათას ამომ­რჩე­ველს გა­უქ­რა. ვი­საც ჭკუა აქვს, ამ გა­მოც­დი­ლე­ბას მის სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნებს“.