ცნობილი ქართველი მომღერალი ზურაბ დოიჯაშვილი მძიმე სენითაა დაავადებული. რომელიც ამჟამად ისრაელშია. მისი საქართველოში გადმოყვანა საჰაერო სამედიცინო რეანომობილით უნდა მოხდეს, რასაც ფინანსები სჭირდება.
კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც საზოგადოებას მარათონში ჩართვისკენ მოუწოდებს, რომელსაც კულტურის პალატა აწყობს.
“ჩემო ძვირფასებო! საქართველოს კულტურის პალატა რამოდენიმე კვირა მუშაობს პროექტზე, რომლის მეშვეობითაც ცნობილ ქართველ მომღერალს ზურაბ დოიჯაშვილს დავეხმარებით ფინანსურად და მძიმე სენით შეპყრობილს დავაბრუნებთ საქართველოში, ისრაელიდან საჰაერო სამედიცინო რეანომობილით‼️‼️უამრავი გულშემატკივარი გვეხმაურება უკანასკნელ დღეებში, გამოთქვამს დახმარების სურვილს‼️საქართველოს კულტურის პალატა ამზადებს მარათონს.
კავშირი გვაქვს ზურა დოიჯაშვილის მეუღლესთან. ნებისმიერ მსურველს, რომელსაც უყვარს ზურა და მისი შემოქმედება, შეუძლია ჩაერთოს ამ საქველმოქმედო აქციაში. მოგვწერეთ საქართველოს კულტურის პალატის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე gcc0106@gmail.com🙏❤️🙏”, – წერს დათო ოქიტაშვილი.