მსახიობი რუსკა ქარქაშაძე რომელიც რამდენიმე დღის წინ, კორონავირუსით დაინფიცირდა. ინსტაგრამზე წერს, რომ მასთან ერთად მისი ოჯახის ყველა წევრი დაინფიცირებულია.
რუსკა ქარქაშაძემ პირად გვერდზე ლაივი ჩართო, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის აქტუალურ კითხვებს უპასუხა.
“გადავწყვიტე ვიდეო გადამეღო, კორონავირუსი მაქვს. დღემდე არ მჯერა, რომ ამას ჩემს თავზე ვიძახი. ეს დღეები “ინსტაგრამზე” არ მიაქტიურია, მე თვითონაც ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. დრო მჭირდებოდა, რომ გამერკვია, სად ვიყავი და რას ვებრძოდი. გაუფრთხილდით თავებს, არ ჩააგდოთ საკუთარი თავი ასეთ მდგომარეობაში, არ დაუჯეროთ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ კორონავირუსი არ არსებობს. არსებობს და თან არც ისე მარტივია, როგორიც გვეგონა და მეც წარმომედგინა.
პირველი ორი დღე მქონდა მაღალი სიცხეები, შემდეგ დავკარგე ყნოსვისა და გემოს შეგრძნება. საერთოდ ვერაფერს ვგრძნობ და ეს არ არის მარტივი. დღეს მეექვსე დღეა, მარტო მე არ მაქვს კორონავირუსი, მთელ ოჯახს გადავდე სამწუხაროდ, ჩემს მშობლებსა და და-ძმას, ყველა ერთმანეთს ვუვლით…
ჩემი ექიმის თქმით, შედარებით მარტივად იმიტომ გადამაქვს, რომ დღეში 5-6 ლიტრ წყალს ვსვამ და ეგრევე უკეთ ვხდები… ნამდვილად შველის და თან ძალიან, საკუთარ თავზე დავრწმუნდი. არ ვიღებ დიდი რაოდენობით შაქარს, ვიღებთ C და D ვიტამინს, სულ ვმოძრაობთ, დავდივართ, ვაკეთებთ სუნთქვის ვარჯიშებს, ბუშტებს ვბერავთ, რაც ძალიან ავარჯიშებს ფილტვებს. შეეცადეთ, რომ თავი დაიცვათ, მაგრამ თუ დაგემართათ, მომზადებულები შეხვდით და ფსიქოლოგიური მომენტი გადალახეთ, დასასრული არ არის, კორონა თუ დაგემართებათ…” – ამბობს რუსკა.