“ენმ”-ს მხარდამჭერი დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” წევრებს და მხარდამჭერებს ემუქრება.
“მიმართვა ყველა ქოცისადმი:
თქვენი მენტალობისა და გონებრივი შესაძლებლობების მიუხედავად, მინდა ისტორიული პარალელებით დაგანახოთ, თუ რაოდენ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე აყენებთ არა მარტო ქართულ სახელმწიფოს, არამედ საკუთარ მომავალს და საკუთარ სიცოცხლესაც კი:
სტალინს მარტოს არ ჩაუდენია ის ენით აუღეერელი ბოროტება რომელიც 37 წლის რეპრესიებით შევიდა ისტორიაში. თუმცა, გაცილებით უფრო დიდ პერიოდს მოიცავს. ეს ბოროტება შესაძლებელი გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ სტალინის უშუალო გარემოცვამ და ზოგადად მხარდამჭერებმა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით არა მარტო არჩევნების ინსტიტუტი გაანადგურეს, არსმედ პირწმინდად გაანადგურეს პოლიტიკური ოპოზიცია და მთავარი საკანონმდებლო ორგანო გადაიქცა ერთპარტიულად, სადაც აღარსვის შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია დიქტატორისთვის. ანუ, მაშინდელმა ქოცებმა თავისი ხელით გამოაცალეს ლაგამი გველეშაპს და აღარავინ იყო დარჩენილი, ვისაც ინსტიტუციურ დონეზე შეეძლო დაეცვა თავად ის პირები, რომელთა პირადი ერთგულების ხარჯზე სტალინი იქცა განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე გველეშაპად.
აქვე გაგსხსენებთ, რომ დახვრეტების პირველსავე ტალღაში მოჰყვნენ სტალინის ყველაზე ახლო წრის წარმომადგენლები და ყველაზე ერთგული თანამებრძოლები.
იაზროვნე ქოცო!”