ტელეწამყვანი მანიკა ასათიანი, რომელსაც კორონავირუსი აქვს, სახლში მკურნალობს.
„დღეს შედარებით უკეთ ვარ. სახლის პირობებში ალბათ გაგიკვირდებათ, რომ 7 კილომეტრი გავიარე, აქტიურად ვარ და არ ვნებდები.
თქვენც არ შეგეშინდეთ, ვისაც დაგიდასტურდებათ იცოდეთ, რომ ფიზიკური აქტივობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ბევრი სითხე და D, C ვიტამინები მიიღეთ, ასევე იკვებეთ სწორად“, – ამბობს კოვიდიფიცირებული მანიკა ასათიანი.