ფეხბურთის სამყაროსთვის დღეს რთული დღეა. ლეგენდარული დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსოფლიო ფეხბურთის ღმერთად წოდებულ დიეგოს ემშვიდობება.
ფეხბურთელები სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტებს აქვეყნებენ და დიეგოსთან დაკავშირებულ მოგონებებს გვიზიარებენ. დიეგოს ფეხბურთის კიდევ ერთი არგენტინელი სუპერვარსკვლავი, ლეო მესი ემშვიდობება და “ინსტაგრამზე” წერს:
“ძალიან სევდიანი დღეა ყველა არგენტინელისთვის და ფეხბურთისთვის. ჩვენ დაგვტოვა, მაგრამ არსად წასულა, იმიტომ, რომ დიეგო მარადიულია” – წერს მესი.