პელე დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე – იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ზეცაში ერთად შევძლებთ ბურთის თამაშს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე დიეგო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება.

როგორც პელე სოციალურ ქსელში წერს, მან მეგობარი დაკარგა, ხოლო მსოფლიომ ლეგენდა.

“რა სამწუხარო ამბავია. მე დიდი მეგობარი დავკარგე და მსოფლიომ დიდი ლეგენდა. სათქმელი ბევრია, მაგრამ ახლა სიძლიერე მისცეს ღმერთმა მის ოჯახს. იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ზეცაში ერთად შევძლებთ ბურთის თამაშს” , -წერს პელე “ტვიტერზე”.