უფლებადამცველი, ბაია პატარაია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ხვალ რით გავერთო? შილაკი ხომ არ შემეწეპებინა ფრჩხილებში? ან თმა დამესწორებინა კერატინით, და სადმე სპაში ხო არ ჩავმხრჩვალიყავი?
ეს დაუსრულებელი მაზები, კრემები, პროცედურები, ეს დაუსრულებელი დიეტები და @რაკის დასაყენებელი ბუქნები, ეს დაუსრულებელი მაკიაჟის შეზელვები სახეში (გინახავთ ვიდეობი 7 კრემს და 250 “წენს” რომ ითხიპნიან სახეზე?) არის ქალების ჩაგვრის უახლესი და უძვირესი ფორმა.
დიახ, ასეთია პატრიარქატული კულტურის დაკვეთა: ქალი უნდა იყოს “ლუჩშე, ჩემ ნა სამომ ძელე”; ქალი უნდა ახტეს და გაიკვანძოს და სრული სასოწარკვეთი ეცადოს, რომ საკუთარ თავზე უფრო ლამაზი და საკუთარ ასაკზე უფრო ახალგაზრდა გამოჩნდეს როგორმე! (ამასობაში ყველა ერთამენთს დაემსგავსა ამდენი პლასტიკით და მანიპულაციებით).
ქალების ჩაგვრა ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია, რომელსაც პანდემიური აკრძალვებიც ვერაფერს აკლებს. საპარიკმახეროები და სილამაზის სალონები და რაღაც სპა ცენტრები არ იხურება ხაააალხოოოო, გილოცაააავთ…”