ამერიკის პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა თეთრი სახლი საახალწლოდ ბოლოჯერ მორთო.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია სადღესასწაულოდ ძირითადად თეთრი განათებებითაა მორთული. მწვანე ნაძვის ხეები კი წითელი სათამაშოებითაა გაფორმებული.
“წლის ამ განსაკუთრებულ დროს მოხარული ვარ, რომ თქვენთან ერთად გავიზიარო ამერიკის მშვენიერება და პატივი მივაგო ჩვენი ერის სიდიადეს. — დაწერა მელანიამ გამოქვეყნებული საკუთარ პოსტში.