გუშინ სოციალურ ქსელ Facebook–ზე გიორგი ყელბერაშვილმა გაავრცელა მოხუცი ქალის ფოტო შემდეგი წარწერით:
“ეს 70 წლის მოხუცი ქალბატონი, ამ წუთებში ქუჩაშია დარჩენილი.
ნახალოვკა, ხუდადოვის ქუჩაზე, მეხუთე სკოლასთან არის მარტოდმარტო. გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და თუ შეგიძლიათ, რამდენიმე დღით მაინც რომ შეიფაროთ, სანამ სადმე მოხუცთა სახლში ადგილი გამოჩნდება”, – პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
“არც კი ვიცი, საიდან დავიწყო.
70 წლის მერიკო ბებო ღამეს გარეთ აღარ გაათევს. ქალბატონ ეკას გულისხმიერებითა და თანადგომით, ბებო სასწრაფოდ მასთან დავაბინავეთ. ვიცი, რომ ამ ოჯახში არც სითბო მოაკლდება და არც – ყურადღება. მადლობა ასეთი სასწაული ამბისა და ასეთი სიკეთისთვის. ღმერთმა გაგახაროთ, ქალბატონო ეკა, ამ სიკეთისთვის.
შევეცდები, რამდენიმე დღეში ვესტუმრო ბებოს და პროდუქტებიც მივაწოდო.
უჩა, მადლობა ასევე თანადგომისთვის”.