გიორგი შაქარაშვილის და, ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში ძმის მკვლელობის საქმეზე დაკავებულების ადვოკატებს მიმართავს.
“ადვოკატები კი არა ცირკის რიჟიკები ხართ და არაფრით ჩამოუვარდებით მკვლელებს თქვენი დადგმული სპექტაკლებით 🤷🏻♀️ თქვენი შვილი რომ ეცემათ,მდინარეში გადაეგდოთ და ასე სასტიკად მოეკლათ, მაინტერესებს მაშინაც ასეთი ჰუმანურები თუ იქნებოდით საკუთარი შვილის მკვლელების მიმართ და ასე თავგამოდებით თუ დაიცავდით ვასილ მამულაშვილი Beka Nemsitsveridze Giorgi Gelkhauri
#სამარცხვინოადვოკატები”-წერს შაქარაშვილი.