მოცეკვავე თეა დარჩია სოციალურ ქსელში თავისი ახალი იდეის შესახებ პოსტავს. ქორეოგრაფი, რომელსაც ოთხი შვილი ჰყავს და ცეკვის სახელოსნო ლოქდაუნის გამო დახურული აქვს, გამოსავლის ძებნაშია, რომ როგორმე თავი გაიტანოს, მრავალრიცხოვან ოჯახს წარუძღვეს.
“ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე, კიდევ ერთი საქმის წამოწყება, თმის შეღებვა, შეჭრა, დავარცხნა, მაკიაჟი , სტილის შერჩევა ვისაც დაგჭირდებათ, მომმართეთ!!! მზად ვარ გემსახუროთ” – წერს თეა “ფეისბუქზე”.