“თბილსერვის ჯგუფის“ მანქანას, რომელიც თბილისის შემოერთებული ტერიტორიების გზებზე მარილის დაყრის სამუშაოებშია ჩართული, უკანა მხარეს ცნობილი თურქი შეფის Salt Bae-ს ფოტო აქვს გაკრული, რომელიც პოპულარული სწორედ მარილის დაყრის მანევრით გახდა.
📷 ფოტოს თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს.