ცოტა ხნისს წინ, ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის მორიგი ტურნე დაიწყო. ბრიტანეთის გარშემო მოგზაურობა სამ დღეს გასტანს, მთავარი ტრანსპორტი კი, ტრადიციისამებრ მატარებელი იქნება, რომელიც დედოფალმა ვიქტორიამ 23-კარატიანი ოქროთი და აბრეშუმით გაალამაზა, თუმცა დღეს გაცილებით უფრო თავშეკავებული დიზაინით გამოირჩევა.
საქმე იმაშია, რომ თორმეტადგილიანი სასადილო ოთახის გარდა, მატარებელში მდიდრული საძინებლებიც არის, თუმცაღა ისინი ერთადგილიანია და ჰერცოგსა და ჰერცოგინიას ერთმანეთისგან განცალკევებით უწევთ დაძინება.