ნინო სურგულაძემ ტყუპები მონათლა – ვინ არიან ნათლიები?

ფონდ „იავნანას” დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ მომღერალ ნინო სურგულაძის ვაჟი მონათლა, ამის შესახებ ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს:
იცნობდეთ! ეს ჩემი ნათლული, ნინო სურგულაძის ვაჟი, ზაქარიაა.კიდევ ერთი ვაჟკაცი ქრისტიანი შეემატა საქართველოს.“,– წერს ბურჭულაძე.
ცნობილი მომღერლის მეორე შვილი, ზაქარიას ტყუპისცალ ნატალიას ერთ-ერთი ნათლია კი ნინო ანანიაშვილია.
ნინო სურგულაძეს 2020 წლის 7 ივნისს ტყუპები ზაქარია და ნატალია შეეძინა. მომღერლის მეუღლე იურისტი გიორგი ინწკირველია.