“ევროპული საქართველო”-ს ერთ-ერთი ლიდერი ოთო კახიძე ემიჯნება ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩების ლანძღვას, რაც მისი შეფასებით, ხელისუფლებას აძლიერებს. ერთ-ერთი ადრესატი, ნიკა გვარამიაც არის, რომელიც ღიად დაუპირისპირდა ელჩებს.
“ოპოზიციური ფლანგიდან ანტიდასავლური ისტერიკა და ელჩების ლანძღვა მხოლოდ აძლიერებს ხელისუფლებას.
იგივე იყო – ბიძინამ რომ თითქოს ევროსასამართლო იყიდა. ახლა თურმე ელჩები ჩაისვა ჯიბეში.
სისულელე და მავნებლობა – ერთად. ზოგადად, ისტერიკას კარგი არაფერი მოაქვს, არასდროს.”– წერს კახიძე, რასაც ნიკა გვარამია გამოეხმაურა.