ექიმ ნანა გეგეჭკორის აზრით, სოციალურ ქსელ ფეისბუქზე სრული ქაოსი და გაურკვევლობაა. მას მიაჩნია, რომ ინტერნეტსივრცის გამოყენებასაც სჭირდება გარკვეული რეგულაციები.
„კარგია, რომ არავინ მეკითხება, მაგრამ აქვე დავსძენ, რომ მეკითხებიდნენ – ფსიქოს გარეშე ინტერნეტთან წვდომას შევუწყვეტდი ნახევარ საქართველოს… აი, რანირად, არაფერი არ უნდა მასის მართვას? ვსევდიანდები ხოლმე… საღამოს 8-მდე კალაძეს რომ შვილები უწყევლეს, ის ხალხი საღამოს 8-ის მერე ლოცავს მის შვილებს… ძალიან არეულია ადამიანები, აგრესიულებიც, ნიშნისმოგებით გაბოროტებულებიც…. სევდიანი ამბავია.
პ.ს. მე როცა დიქტატორი გავხდები, ფსიქოს გარეშე არ გექნებათ ინტერნეტი, აქვე ვიძახი, რომ მერე არ იწუწუნოთ“, – წერს ნანა გეგეჭკორი.