“ერთი სული მაქვს, როდის ჩაძაღლდება”

ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორი, ნიკა გვარამია, ერთ-ერთი ავტოპროდუქტებისა და ავტოტექმომსახურების კომპანიის „თეგეტა მოტორსის“ დამფუძნებლის, თემურ კოხოძის, შესახებ წერს.

მისი თქმით, კოხოძემ სასამართლოზე არასწორი ჩვენება მისცა, რის შემდეგაც სამართალდამცველები გვარამიას ოჯახს უთვალთვალებენ.

„თეგეტა მოტორსის დაბადების დღე ყოფილა დღეს. ფბმ ამომიგდო. მოკლედ მოვყვები, რატომ არ მივულოცავ დაბადების დღეს და რატომ ვუსურვებ დასასრულის დღეს, რაც შეიძლება მალე.

ვმეგობრობდი ერთ დროს თეგეტას მფლობელ თემურ კოხოძესთან. სამსახურებრივ მანქანებს დისკაუნტით იქ ვყიდულობდი. სამაგიეროდ, ჩემგან ათჯერ მეტს იღებდა: სული მქონდა თემურ კოხოძისგან ამოხდილი, ხან რას მთხოვდა და ხან რას. ბოლოს, რ2ზე რაც მოხდა, კალაძის ავტობუსების ტენდერზე კორუფიცული დარღვევები მოიტანა, კორუფციულ ტენდერებს ატარებს, მე ღიად მჩაგრავს და მიშველე რამეო. ნამდვილად კორუფია იყო და ნამდვილად ჩაგრავდნენ. გავბრდღვენით კალაძე, გავაუქმებინეთ ტენდერის შედეგები. მერე კიდევ იგივე ქნა – ისევ გავბრდღვვენით კალაძე და კვლავ გავაუქმებინეთ ტენდერის შედეგები. მესამედ აღარ მახსოვს რა მოხდა, მაგრამ ვიცი რომ გაურიგდა.

გადის დრო. სოფოსთვის მინდა მანქანა. მივედი, რაც მომეწონა იმ მანქანის ღირებულების ოდენობით გავაზრდევინე რ2ის სარეკლამო ბიუჯეტი, მანქანა წამოიყვანა სარეკლამო სააგენტომ და მე უნდა გადამეხადა ღირებულება პორციებად, მას კი გადაერიცხა რ2ისთვის. ანუ რ2მა მოიგო 65 ათასი დოლარი, მე მოვიგე შესაძლებლობა, განვადებით გადამეხადა. ესაა და ეს.
და რა?

თემურ კოხოძემ ისეთი სამარცხვინო და არაკაცური, და რაც მთავარია ყალბი ჩვენება მისცა ჩემზე, ჩვენება, რომელიც მერე ფორმალურად დაუდეს საფუძვლად ჩემი ცოლის ჯიპის, სინამდვილეში კი ჩემი ცოლშვილის თვალთვალს და გადაღებას, რომ ამ ყველაფრის მერე თეგეტა მოტორსს მივულოცავ კი არა, ერთი სული მაქვს, როდის ჩაძაღლდება ეგ კომპანია და როდის მიიღებს თემურ კოხოძე დამსახურებულ სასჯელს სამართლიანი პროკურატურის და სასამართლოსგან. სულ მცირე ყალბი ჩვენებისთვის და უკეთესი – მისი ფინანსური მაქინაციებისთვის.

და თეგეტა აუცილებლად ჩაძაღლდება.

და კოხოძე აუცილებლად დაისჯება“- წერს გვარამია.