“მე პირადად ვიცნობ მაქსიმ შევჩენკოს, ის პუტინის დაუძინებელი მოწინააღმდეგე და საქართველოზე დიდად შეყვარებული პოლიტიკოსია”

“ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, რუსი ჟურნალისტის, მაქსიმ შევჩენკოს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ ის არის საქართველოზე შეყვარებული ადამიანი და პუტინის დაუძინებელი მოწინააღმდეგე.

“მე პირადად ვიცნობ მაქსიმ შევჩენკოს. ის პუტინის დაუძინებელი მოწინააღმდეგე და საქართველოზე დიდად შეყვარებული პოლიტიკოსია. ასეთი ხალხი მოსკოვშიც და ყველგან უნდა წავახალისოთ და გვერდით დავიყენოთ.

მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსეთის უზარმაზარი ბაზრის დაბრუნება სამომავლოდ. ამიტომ ჩემი უდიდესი თხოვნაა ნუ გადავვარდებით რუსოფობიურ ისტერიკაში, ეს ვნების მეტს არაფერს მოგვიტანს.

შევჩენკოსნაირებს ჩვენ თვითონ უნდა ვიწვევდეთ და ვახალისებდეთ პროქართულ ლობას რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში. ესაა პრაგმატული გზა. ყვირილი და ღრიალი ვერასოდეს გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ამას შესაბამისი ამინდი სჭირდება.”– წერს შალვა ნათელაშვილი.