ლევან რატიანის ემოციური პოსტი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი  სოციალურ ქსელში წერს, რომ პროფესორი მაია დგებუაძე გარდაიცვალა და  მას ემოციურ პოსტს უძღვნის.

„ასე და ასე იქნება, სიკვდილმა გაიმარჯვა სიცოცხლეზე, ეს ბუნების კანონია თითქოს, მაგრამ შეუგუებელი, მოიხედავ და ოცი წელი გასულა, რაც ერთმანეთი გაგვიცვნია და დღეს კი ვემშვიდობები, ვემშვიდობები დიდი ტკივილით, ჩემს საყვარელ პროფესორს მაია დგებუაძეს, პროფესორს, რომელმაც სიცოცხლეში ბრძოლა და თავმდაბლობის სიმბიოზი მასწავლა, მასწავლა როგორი უნდა მიაღწიო ცოდნით წარმატებას.

ბევრი გვქონდა საკეთებელი, მაგრამ წუთისოფელმა ამ მიწიერ ცხოვრებაში დაგვაცილა, დაგვაცილა დროებით, რწმენით იმისა, რომ კვლავ შევხდებით ერთმანეთს…. მშვიდობით პროფესორო….მე კი პირობას გაძლევთ ყველა, თქვენს დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან!

სხვისთვის უჩინარი იყო, ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც მიქმნიდა წარმატების გარემოს. ღირებული სიტყვა ყოველდღიური დილით იყო „შვილო მომისმინე”……. და უსმენდი გაჩუმებული და გულისყურით…. ესე იყო ესე….

შენი წარმატება მახარებს და მაცოცხლებს ასე მეუბნებოდა… მადლობა ჩემო პროფესორო ყველა იმ ქმედებისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ. მე კი შეუძლებელს გავაკეთებ ღირსეულად, რომ დავასრულო ცხოვრება, როგორც ექიმმა. მშვიდობით“, – წერს ლევან რატიანი.