“სააკაშვილმა არჩევნები თავის პარტიაშიც წააგო”

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

არ დაგიმალავთ და მელიას ნაცთავმჯდომარეობას, ანუ რეალურ რებრედინგს მივესალმები.

პირველი არის ის, რომ როგორც ერთი ჩემი მეგობარი, საკმაოდ კარგი ანალიტიკოსი წერდა – სააკაშვილმა არჩევნები თავის პარტიაშიც წააგო.
მეორე მომენტია, რომ “ევროპულად განათლებული” და როგორც თავის დროზე ლენინი იტყოდა “თეთრხელთათმანიანი მარქსისტების” დრო დამთავრდა.
დამთავრდა მათი დასავლური გავლენებით ყოყოჩი, დამთავრდა “не рыба, не мясо” ტიპების ტივტივი და დადგა ლევანახაბეიშვილების “ეპოქა”.
“ეპოქა” რომელიც გარედან ყოველგვარი ჩარევის გარეშე თავად შეჭამს თავის შემოქმედს.
ეს კი ქართული პოლიტიკური სივრცისთვის შესანიშნავი მდგომარეობაა.
ნაცები მელიას ხელში აშკარად შავრაზმული ორგანიზაცია გახდება, რომელსაც გავლენის არანაირი ბერკეტი გარდა ე.წ. “სამოქალაქო აქტივისტებისა” არ ექნება.
ახალი წლის შემდეგ ჩვენ ვნახავთ ნაცმოძრაობის რიგებიდან ხალხის მასობრივ გადინებას, მაგრამ “გურჩისგან” განსხვავებით “ხერხი 2”, ანუ “ნაცები 2” ვეღარ გაკეთდება.
ბოლო რჩევა ნაცებს – საფერფლეები მოაშორეთ კომპიუტერის მონიტორებს. მიHა ისეთი მარჯვეა, შეიძლება მორიგი თათბირის დროს ხელი შემოყოს და ყველას ერთად დაგერიოთ”