ოპერის ვარსკვლავი ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“ომში ვართ… მაგრამ განსხვავებულია ეს ომი სხვა წინამორბედებისგან… ომის დროს არავის ეკრძალებოდა შეკრება, ჩახუტება, ადამიანური სიახლოვე… დღეს ახალი წელი ყველაზე განსხვავებული და მძიმეა… რადგან ადამინურობას არის მოკლებული. ახალი წელი ხომ შეკრების, ერთად აღნიშვნის და სიხარულის დღესასწაულია… ფსიქოლოგიური ომია ფაქტიურად… რომელასაც ბევრი გაჭირვებით უძლებს.. თავი რომ დავანებოთ სხვა ფიზიკურ კრიზისებს, ეკონომიკურს თუ ჰუმანიტარულს….რითი შეიძლება დაუპირისპირდე ამ უხილავ და ამავდროულად ვერაგ მტერს? რა იარაღით???
ვფიქრობ ყველაზე დიდი იარაღი რწმენაა რადგან მხოლოდ უფალთან არ არის მარტო ადამიანი, რადგან მან მოგვცა დიდი მაგალითი მოთმინების … როდესაც ჯვარს ეცვა უდანაშაულო ჩვენთვის… მხნედ უნდა ვიყოთ და არ მივეცეთ სასოწარკვეთილებას, ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავლისთვის… ეშმაკს ძალა აქვს მაგრამ ვერასოდეს იქნება უფალზე ძლიერი! უფალს ჩავეჭიდოთ და მივენდოთ… გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ახლა, სწორედ ახლა გვმართებს დავანახოთ ერთმანეთს სითბო და დიდი, უკიდეგანო სიყვარული რომელიც ასევე უფალმა გვიბოძა!
უფალს ვებარებოდეთ!
მიყვარხართ!”