“მე არ ვარ ბუნებრივად ლამაზი”

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი, პოპულარული და წარმატებული მოდელი როუზი ჰანტინგტონი საზოგადოების ყურადღებას იქცევს. მოდელმა ცოტახნის წინ გულახდილი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ საკუთარს თავს ბუნებრივი სილამაზის მქონე გოგონას არ უწოდებს, რადგან ის მაკიაჟს დიდი რაონებით იყენებს.

“როდესაც ბუნებრივი სილამაზის მქონე გოგონებზე ვსაუბრობ, მათ გვერდით საკუთარ თავს ვერ წარმოვიდგენ, რადგან მე არ ვარ ასეთი, ვისურვებდი იმ ადამიანების მსგავსად ვყოფილიყავი, ვინც დილით იღვიძებს, თმა იდეალურად აქვს და მხოლოდ ერთი პროდუქტის წასმა სჭირდება, რომ თვალისმომჭრელად გამოიყურებოდეს, მე მაკიაჟს დიდი რაოდენობით გამოვიყენებ.”