ბოლივიაში, ქალაქ პოტოსიში ფეხბურთის მატჩის მთავარი გმირი ძაღლი გახდა, რომელიც მოედანზე შევარდა. ამის შესახებ ABC news-ი იტყობინება.
გამოცემის ინფორმაციით, ცხოველს პირში სპორტული ფეხსაცმელი ჰქონდა და ფეხბურთელებთან ერთად დარბოდა. მატჩი 3 წუთით შეწყდა, სანამ ადგილობრივი გუნდის „ზე სტრონგესტის“ სპორტსმენმა ძაღლი მოედნიდან არ გაიყვანა.
მატჩი „ზე სტრონგესტის“ გამარჯვებით დასრულდა. მათ მოწინააღმდეგე „ნასიონალ დე პოტოსის“ 3 უპასუხო გოლი გაუტანეს.