ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ კატერიდან გადახტა
„სანაპიროზე ხალხთან ერთად“, – ვიდეოს ამ სათაურით ბრაზილიის პრეზიდენტი Twitter-ის გვერდზე აქვეყნებს.
ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ხტება ჟაირ ბოლსონარუ კატერიდან და სანაპიროზე მყოფი თანამოქალაქეებისკენ მიცურავს. მას დაცვის წევრებიც ცურვით მიჰყვებიან. პრეზიდენტი ხალხს ესაუბრება, შემდეგ კატერზე ბუნდება.