დედაჩემმა, 90 წლის გოგონა კვირკველიამ, დაამარცხა კორონა და თან აშკარად კმაყოფილმა დატოვა საავადმყოფო, – ამის შესახებ ჟურნალისტი თეიმურაზ კვირკველია სოციალურ ქსელში წერს.
“დედაჩემმა, 90 წლის გოგონა კვირკველიამ, დაამარცხა კორონა და თან აშკარად კმაყოფილმა დატოვა საავადმყოფო, რადგან მოიხიბლა ფოთის რეფერალური საავადმყოფოს ექიმების, მთლიანად მედპერსონალის ყურადღებით, სითბოთი და პაციენტებისადმი თანადგომით.
წყარო: პაციენტი გოგონა კვირკველია; კორესპოდენტი – თ. კვირკველია“, – წერს თეიმურაზ კვირკველია.