ივანკა ტრამპი მამის საბოლოო საპრეზიდენტო სიტყვით გამოსვლაზე ატირდა

გასული დღე, 2021 წლის 20 იანვარი როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო, ქვეყანამ 2020 წლის 3 ნოემბერს ქვეყნის რიგით 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აირჩია, რომლის ინაუგურაცია რამდენიმე საათის წინ დასრულდა.

ქვეყნის პირველმა პირმა თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა. ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე ყოფილმა პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სიტყვით გამოვიდა და საზოგადოებას ბოლოჯერ მიმართა როგორც ამერიკის პრეზიდენტმა. ღონისძიებაზე დონალდის ქალიშვილი ივანკა ტრამპიც იმყოფებოდა, რომელმაც მამის საუბარზე თავი ვერ შეიკავა და ემოციები საჯაროდ გამოხატა.

ივანკამ მნიშვნელოვანი დღისთვის Altuzarra-ს სამოსი მოირგო, რომლის ღირებულებაც $2,994-ია.