ბერა ივანიშვილი 1 წლის წინ მამა გახდა. პატარა ბერუკას საზოგადოება სოციალური ქსელებიდან იცნობს. მშობლები მას ათასგვარ წარმოდგენაში ხვევენ და საიმიჯო ვიდეოებს ავრცელებენ.
ამჯერად კი, ერთი ჩვეულებრივი ვიდეო გავრცელდა, სადაც მამა შვილს ეფერება. ბერა ასეთ უშუალო გარემოში გულშემატკივარს აქამდე არ უნახავს, სწორედ ამიტომ, ვიდეომ იმაზე მეტი გამოხმაურება ჰპოვა, ვიდრე კარგად დამონტაჟებულმა, დადგმულმა კადრებმა.